ფეხბურთი

22:42 | 2.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: კონტემ კვარაცხელიას "ინტერში" დამატებაზე უარი თქვა

იტალიური Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინში“ თამაშის დროს არაერთი ევროპული გრანდი აკვირდებოდა, მათ შორის მილანის „ინტერიც“, მაგრამ წყაროს თანახმად, ანტონიო კონტემ მისი ტრანსფერი მილანურ გრანდში დაბლოკა.

როგორც მილანური გაზეთი წერს, კონტემ კვარაცხელიას ტრანსფერი უარი იმიტომ თქვა, რომ ქართველი შემტევი მის ტაქტიკურ სქემას არ შეესაბამებოდა. საქმე ისაა, რომ კონტე 3-5-2 სქემით თამაშობს, რომელშიც გარემარბის ადგილი არ არის, ამიტომაც, როგორც ჩანს, კონტემ ხვიჩას დამატება იუარა.

შეგახსენებთ, საბოლოოდ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ გადავიდა, რომელიც 4 იანვარს, სწორედ „ინტერს“ დაუპირისპირდება, მაგრამ „ნერაძურის“ კონტე აღარ ავარჯიშებს, ის ამჟამად ლონდონის „ტოტენჰემის“ თავკაცია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109932