ფეხბურთი

21:37 | 29.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში წაგებას ვერასდროს მოვინელებ"

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მარცხს ვერასდროს დაივიწყებს. მიუხედავად ამისა, როგორც მან აღნიშნა, ნაკრები უკვე წარსულია და ახლა მხოლოდ პსჟ-ზეა ორიენტირებული.

"ვერასდროს მოვინელებ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხებას. ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ენერგიით დავბრუნებულიყავი. მინდოდა გუნდისთვის იმპულსი მიმეცა.

მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა, მაგრამ კლუბს არაფერი ესაქმება. ჩემი გზავნილი მარტივია - მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება ეროვნულ გუნდში, პსჟ სხვა რამეა და მე როგორც არასდროს, მინდა, რომ დედაქალაქში ყველა ტიტული მოვიპოვო.

რაზე ვილაპარაკე მესისთან ფინალის შემდეგ? მივულოცე მას გამარჯვება. ეს იყო მისთვის მთელი ცხოვრების მიზანი, ისევე როგორც ჩემთვის, მაგრამ მე ვერ შევძელი. ამიტომაც უნდა გავაგრძელო კარგი კარგი ფეხბურთის თამაში“, - განაცხადა ფრანგმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124859