ფეხბურთი

14:53 | 29.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტერ-შტეგენს ბუნდესნაკრების პირველმეკარეობა სურს

„ბარსელონას“ გერმანელი მეკარე, მარკ ანდრე ტერ-შტეგენი, ბუნდესნაკრების მთავარმეკარეობაზე ოცნებობს. მოგეხსენებათ, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ, სადაც გერმანელები ჯგუფიდან ვერ გავიდნენ, მათი მთავარი კარის დარაჯი, მანუელ ნოიერი შებულებაში გავიდა და ზამთრის კურორტზე თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა. გამოკვლევის შემდეგ, დადგინდა, რომ ის მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

ტერ-შტეგენი 30 წლისაა და ეროვნულ გუნდში 2012 წლიდან იძახებენ, მაგრამ ამ ათი წლის განმავლობაში მხოლოდ 30 მატჩი ჩაატარა. ახლა შანსი გაუჩნდა პირველი მეკარე გახდეს. მით უმეტეს, რომ ნოიერს ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებენ. ასაკიც სოლიდური აქვს. 36 წლისაა უკვე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112015