ფეხბურთი

22:57 | 28.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" 20 წლის კოტ დივუარელი თავდამსხმელი დაიმატა

ლონდონის „ჩელსიმ“ ნორვეგიული „მიოლდედან“ ნიჭიერი ფეხბურთელი დავიდ დატრო ფოფანა დაიმატა.

ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა 20 წლის ფეხბურთელი კლუბს 1 იანვრიდან შეუერთდება. კოტ დივუარელი ფორვარდის სანაცვლოდ „ჩელსიმ“ 8 მილიონი გირვანქა სტერლინგი გაიღო.

მიმდინარე სეზონში ფოფანამ „მიოლდეს“ რიგებში 24 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა, კოტ დივუარის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 3 უგოლო თამაშია.

0.117554