ფეხბურთი

18:54 | 28.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს მესის გამო პსჟ-ს დატოვება სურს

კილიან მბაპეს „პარი სენ ჟერმენის“ დატოვება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს თანახმად, ფრანგ ფეხბურთელს ლიონელ მესისთან არცთუ იდეალური ურთიერთობა აქვს, რომელიც მას შემდეგ უფრო დაიძაბა, რაც ემილიანო მარტინესმა მბაპეს გამოსახულებიანი თოჯინა მსოფლიოს ჩემპიონობის ზეიმის დროს ღია ავტობუსში წარმოაჩინა, ხოლო მის გვერდით მესი იდგა.

ესპანური გაზეთი წერს, რომ მბაპეს შეძენის მსურველთა შორის „ბარსელონაცაა“, თუმცა, დეტალებზე არაფერს იტყობინება. კილიანის გადაბირებით დიდი ხანია მადრიდის „რეალიცაა“ დაინტერესებული, მაგრამ ფრანგმა პსჟ-თან კონტრაქტი მაისში 2025 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12894