News

15:22 | 28.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

,,დინამო ბათუმი" კიდევ ორი ფეხბურთელით გაძლიერდა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა, ,,დინამო ბათუმმა" დღეს სამი ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა. სტეფან ჰაიდინის შემდეგ გაირკვა, რომ გია გეგუჩაძის გუნდს ანტონ ჩიჩკანი და მუხრან ბაგრატიონიც შეუერთდებიან.



27 წლის ბელორუსი გოლკიპერის, ანტონ ჩიჩკანის ოფიციალური კონტრაქტი 1 წლიან ურთიერთთანმშრომლობას და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ჩიჩკანი 2022 წელს ,,დინამო თბილისს" რუსული ,,უფადან" შეუერთდა, თუმცა არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია. სხვადასხვა დროს მას ,,სმოლევიჩის" და ,,ბატეს" მაისურიც მოურგია, ამ უკანასკნელის რიგებში კი ჩემპიონთა ლიგაზეც აქვს ნათამაშები.

რაც შეეხება მუხრან ბაგრატიონს, მისი ოფიციალური კონტრაქტი 2 წლიან ურთიერთთანმშრომლობას და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს. მუხრან ბაგრატიონი ,,დინამო თბილისის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი და საქართველოს 18-წლამდე ნაკრების კაპიტანია.

დღეს, ცოტა უფრო ადრე ,,დინამო ბათუმმა" სერბი სტეფან ჰაიდინის ტრანსფერიც დაადასტურა.

0.112317