ფეხბურთი

11:21 | 28.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ლიგა 1 ბრუნდება - აარონ რემზი კი ,,ნიცაში" ჯერ კიდევ არ გამოჩენილა

დღეს მსოფლიო ჩემპიონატით გამოწვეული პაუზის შემდეგ, საფრანგეთის ლიგა 1 ბრუნდება და ,,ნიცა" თავის მატჩს ხვალ ღამით ჩაატარებს, თუმცა მათი უელსელი ნახევარმცველი, აარონ რემზი გუნდში მუნდიალის შემდეგ კვლავ არ გამოჩენილა.



უელსის ნაკრებმა კატარის მუნდიალზე ძალიან ცუდად იასპარეზა, B ჯგუფში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა და ბოლო ადგილი დაიკავა, რის გამოც მათ კატარის დატოვება საკმაოდ ადრე მოუწიათ. ამის მიუხედავად, კამრის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, აარონ რემზი ,,ნიცას" საწვრთნელ ბაზაზე ჯერ კიდევ არ გამოჩენილა.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუსიენ ფავრის განცხადებით, მას უელსელ ფეხბურთელთან კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ რემზი მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი ასპარეზობით ძალიან იმედგაცრუებულია და გონზე მოსასვლელად მას დრო კიდევ სჭირდება.

რემზი ფრანგულ კლუბს გასულ ზაფხულს ,,იუვენტუსიდან" შეუერთდა და მიმდინარე სეზონში მოედანზე გატარებულ 16 მატჩში 1 გოლის გატანაც მოახერხა. ,,ნიცა," რომელიც ჩემპიონატში მე-9 ადგილს იკავებს, ლიგა 1-ის განახლებიდან პირველ შეხვედრას 30 დეკემბერს, 00:00 საათზე, ,,ლანსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.11322