რაგბი

12:57 | 26.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო თასის წინ საქართველო შოტლანდიას დაუპირისპირდება

Rugger.info-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ მსოფლიო თასის წინ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ტესტ მატჩში დაუპირისპირდება.



ვებ-გვერდის ინფორმაციით, საქართველოსა და შოტლანდიის მატჩი 26 აგვისტოს გაიმართება, თუმცა შეხვედრის ჩატარების ადგილი ჯერ-ჯერობით უცნობია.

აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედრიან და ყველა შემთხვევაში, გამარჯვებული შოტლანდიის ნაკრები გახდა. ამ გუნდების პირველი მატჩი 2011 წელს მსოფლიო თასზე შედგა. ის მატჩი ბრიტანელებმა დაძაბულ ბრძოლაში, 15:6 მოიგეს. ამის შემდეგ, შოტლანდიაში გამართულ 3 მატჩიდან ყველა მათგანში იოლი გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 2016 წელს 43:16, 2019 წელს 36:9 და 2020 წელს 48:7. ბრიტანელები ერთხელ, თბილისშიც გვეწვივნენ, 2019 წელს და 44:10 დაგვამარცხეს.

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წელს საფრანგეთში, 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში უელსის, ავსტრალიის, ფიჯის და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113261