ფეხბურთი

20:04 | 24.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლეო მესი ,,პსჟ"-ში 2024 წლამდე დარჩება

ესპანელი ჟურნალისტის, გიემ ბალაგის ინფორმაციით, არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონი ,,პარი სენ-ჟერმენს" ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა და ფრანგულ კლუბში 2024 წლამდე დარჩება.



ლეო მესის მიმდინარე კონტრაქტი ,,პსჟ"-სთან მომავალ ზაფხულს ეწურება. ცნობილი გახდა, რომ მისი დამატებით დევიდ ბექჰემის გუნდი, ,,ინტერ მაიამი" და ,,ბარსელონა" იყვნენ დაინტერესებული. ეს ინფორმაცია კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამაც დაადასტურა, თუმცა როგორც ესპანელი ჟურნალისტი ადასტურებს, ლეომ საფრანგეთში კიდევ 1 წლით დარჩენა გადაწყვიტა, რადგან ,,ბლაუგრანას" ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია.

ახალი კონტრაქტი კიდევ 1 წლით გახანგრძლივების ოფციასაც მოიცავს, ასე რომ, ლეო შესაძლოა საფრანგეთის დედაქალაქში 2025 წლამდეც დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ ლეო მესი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ არგენტინაში თავის მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ისვენებს, რის შემდეგაც ის ,,პარი სენ-ჟერმენს" სეზონის მეორე ნაწილისთვის მოსამზადებელ პერიოდში შეუერთდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112107