ფეხბურთი

0:21 | 22.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

"აინტრახტის" დირექტორი: "განცდა მაქვს, რომ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ყველა მონაწილეს შესთავაზეს"

ფრანკფურტის „აინტრახტის“ გენერალურმა დირექტორმა აქსელ ჰელმანმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს დამატება შესთავაზეს.

„რონალდუ ჩვენც კი შემოგვთავაზეს. მაქვს განცდა, რომ ის ყველა კლუბს შესთავაზეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს“, - თქვა ჰელმანმა გერმანულ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ „აინტრახტი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ შეხვდება. კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ამჟამად უკლუბოდაა.

0.118553