თამაშგარე

18:52 | 21.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინელი გოგონა ქალაქის ცენტრში ჩემპიონობის ზეიმის დროს გაშიშვლდა (+VIDEO)

არგენტინაში მსოფლიოს ჩემპიონობა მთელი ქვეყნის მასშტაბით იზეიმეს და ბუენოს აირესში კი ნაკრების ღია ავტობუსთან შესახვედრად სულაც 5 მილიონ ადამიანზე მეტი გავიდა ქუჩაში.

ერთ-ერთმა არგენტინელმა ქალბატონმა კი ჩემპიონობა სრულიად შიშველმა იზეიმა. შავგვრემანი ქალი, რომლის ვინაობა არ ვრცელდება, ბუენოს აირესში, ობელისკის ძეგლთან გაშიშვლდა და იცეკვა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სხვა გულშემატკივრებს მის ცეკვაზე მეტად ნაკრების გამარჯვების ზეიმი უფრო აინტერესებდათ.

როგორც არგენტინული მედია წერს, ქალბატონმა დიეგო მარადონას დანაპირები შეასრულა. 2010 წელს, როცა მარადონა არგენტინის ნაკრების მწვრთნელი იყო, თქვა, რომ თუ მსოფლიოს ჩემპიონები გახდებოდნენ, ობელისკის ძეგლთან გაშიშვლდებოდა. მაშინ არგენტინა ვერ გაჩემპიონდა, სამაგიეროდ მისი პირობა არგენტინელმა ქალბატონმა შეასრულა...

აღსანიშნავია, რომ არგენტინელი ფანებისგან სიშიშვლე განსაკუთრებული სიახლე არაა. ლუსაილში, ფინალის შემდეგ ორი არგენტინელი ქალბატონიც წელზემოთ გაშიშვლა და ამ კადრებმა სოციალური ქსელი დაიპყრო.

0.120008