ფეხბურთი

19:40 | 20.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი არგენტინასთან მატჩის შესვენებაზე გასახდელში: "ბიჭებო, საერთოდ არ ვთამაშობთ!" (+VIDEO)

ფრანგულ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებების მატჩის შესვენებაზე გასახდელშია გადაღებული.

იმ დროისთვის საფრანგეთი 0:2 მარცხდებოდა და კარისკენაც არ ჰქონდა დარტყმული. დეშამი ფეხბურთელებს მიმართავს და ეუბნება, რომ ისინი ფეხბურთს საერთოდ არ თამაშობენ.

„ბიჭებო, გაბრაზების გარეშე გეტყვით: იცით, რა განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის? ისინი ჩვენს თვალწინ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში თამაშობენ, ჩვენ კი არ ვთამაშობთ!“, - უთხრა დეშამმა ფეხბურთელებს.

შეგახსენებთ, რომ მეორე ტაიმში საფრანგეთმა ანგარიში გაათანაბრა და საქმე პენალტების სერიამდეც მიიყვანა, მაგრამ იქ დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინა გახდა.

0.125342