რაგბი

18:04 | 17.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

"შავი ლომი" ევროპის სუპერთასის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა

„შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. ლევან მაისაშვილის გუნდმა ფინალში „თელ ავივ ჰითი“ 29:17 დაამარცხა, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე.

ქართული ფრენჩაიზი უპირატესობას პირველივე ტაიმში დაეუფლა. შეხვედრა ლუკა მატკავას ჯარიმით გახსნა, რასაც მალევე ჯერ საჯარიმო ლელო, მერე კი დემურ თაფლაძის ლელოც მოჰყვა.

შესვენებაზე „შავი ლომის“ უპირატესობა გაიზარდა, მას შემდეგ, რაც ლაშა ხმალაძემ კიდევ ერთი ლელო მიითვალა და პირველი ტაიმის შემდეგ პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო - 22:3.

მეორე ტაიმი მატკავას ლელოთი დაიწყო, რის შედეგადაც, უპირატესობა ძალიან გაიზარდა. შემდეგ მაისაშვილის გუნდი ცოტა მოეშვა და ისრაელის კლუბმა თამაშის ბოლომდე სხვაობის შემცირება შეძლო - 29:17.

ამრიგად, „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიგო და ამ ტურნირზე მომდევნო წელსაც ითამაშებს, პარალელურად, სამხრეთამერიკის ლიგაშიც მიიღებს მონაწილეობას.

„შავი ლომი“ – „თელ ავივ ჰითი“ 29:17 (22:3)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131907