ფეხბურთი

0:00 | 16.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ლეაუსთვის ბრძოლაში ფავორიტია

ლონდონის „ჩელსი“ „მილანისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელის, რაფაელ ლეაუს ტრანსფერითაა დაინტერესებული.

როგორც Goal-ი იტყობინება, ინგლისური გუნდი ნიჭიერი პორტუგალიელისთვის ბრძოლაში ლიდერია და ყველაზე დიდი შანსი აქვს, რომ მისი გადაბირება შეძლოს.

ლეაუს „მილანთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და იტალიურ კლუბთან მის განახლებაზე შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწია.

რაფაელ ლეაუ „მილანს“ 2019 წელს „ლილიდან“ შეუერთდა და მას შემდეგ 135 მატჩში 34 გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა კარიერა ლისაბონის „სპორტინგში“ დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116398