ფეხბურთი

0:16 | 12.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კეილორ ნავასმა შესაძლოა "ბაიერნში" ტრავმირებული ნოიერი შეცვალოს

„პარი სენ ჟერმენის“ მეკარე კეილორ ნავასი შესაძლოა მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდეს. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

„ბაიერნს“ მანუელ ნოიერი სეზონის ბოლომდე გამოაკლდა, რომელმაც თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა, ამიტომაც, გერმანულ გუნდს მეკარის დამატების საკითხი დღის წესრიგში დაუდგა.

მიუნხენელებში „მონაკოში“ იჯარით ჰყავთ გაშვებული ალექსანდერ ნიუბელი, რომლის უკან დაბრუნება სურთ, მაგრამ თუ საიჯარო კონტრაქტის შეწყვეტა ვერ მოხერხდება, მაშინ ისინი კოსტარიკელი კარის დარაჯის გადაბირებას ეცდებიან.

ნავასს პსჟ-ში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და კლუბის დატოვება თავადაც სურს. „ბაიერნს“ ასევე დაუკავშირეს დომინიკ ლივაკოვიჩი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრების რიგებში თავის გამოჩენა შეძლო.

0.114378