ფეხბურთი

15:25 | 9.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრებს გიორგი ჩხაიძე აღარ უხელმძღვანელებს

გიორგი ჩხაიძე საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს. მწვრთნელსა და სფფ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ამოიწურა.


გიორგი ჩხაიძემ საქართველოს ქალთა ეროვნული გუნდი 2021 წლის აპრილში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა და ჯამში 10 მატჩი ჩაატარა.

სფფ-ის სახელით, გვსურს მადლობა გადავუხადოთ გიორგი ჩხაიძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატება ვუსურვოთ მომავალ საქმიანობაში.

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113165