კალათბურთი

14:17 | 5.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის კლუბის - ,,რეჯანას" მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ქართველი კალათბურთელის, ბექა ბურჯანაძის ახალი კლუბის - ,,რეჯანას" მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო მენეტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.



ქართველი კალათბურთელი იტალიურ კლუბს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა, თუმცა მისი ,,რეჯანა" მიმდინარე სეზონში ძალიან არაეფექტურად გამოიყურება. გუნდს 9 ტურის შემდეგ მხოლოდ 4 ქულა აქვს და ცხრილის მე-14 საფეხურზე იყოფება, ზუსტად გასავარდნი ზონის თავზე.

,,რეჯანამ" ბოლო მატჩი გუშინ ,,ტრიესტეს" წინააღმდეგ გამართა, რომელშიც ბექა ბურჯანაძემ 13 ქულა დააგროვა და ერთ-ერთი გამორჩეული იყო, თუმცა მისმა გუნდმა ეს შეხვედრაც წააგო.

იტალიურ კლუბს დროებით მენეტის ასისტენტი, ფედერიკო ფუკა ჩაიბარებს. მასიმილიანო მენეტი ,,რეჯანაში" 2011-2018 წლებში მუშაობდა, შემდეგ მან 5 წელი ,,ტრევიზოში" ჩაატარა, 2022 წელს კი კვლავ ,,რეჯანაში" დაბრუნდა და დღევანდელ დღემდე იქ მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114256