ფეხბურთი

13:20 | 5.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

პაულო ბენტუ: 72 საათში ორი მატჩის ჩატარება არასამართლიანია

ბრაზილიასთან მატჩის წინ სამხრეთ კორეის მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ბენტუმ პრესკონფერენცია გამართა და მედიის შეკითხვებს უპასუხა:



,,3 ტურის შემდეგ ჩემს მოთამაშეებს თუ კიდევ დასჭირდებოდათ მოტივაციის მიცემა, მაშინ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვნჩნდებოდით. ამჯერად პირიქით არის - ისინი უფრო მავსებენ მოტივაციით ვიდრე მე მათ. ჩვენი სტრატეგია ძალიან თეორიული და თანმიმდევრული იქნება და იმედი მაქვს, მოთამაშეები სწორად შეასრულებენ დავალებებს.

სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ 72 საათი გვქონდა მატჩამდე მოსამზადებლად. არ მგონია, რომ ამ დროში რომელიმე გუნდი ახერხებდეს ნორმალურად მომზადებას. მოთამაშეები ფიზიკურად გამოფიტულები არიან, განსაკუთრებით წინა მატჩის შემდგომ. მათ მხოლოდ შაბათს დაისვენეს და კვირიდან კვლავ ვარჯიშს შეუდგნენ.

მე 2018 წლის მსოფლიო თასს ვუყურე და არცერთ გუნდს არ უთამაშია 72 საათში 2 მატჩი, ჩემი აზრით, ეს არასამართლიანია, თუმცა ეს FIFA-ს გადაწყვეტილებაა და ჩვენც უნდა დავეთანხმოთ." - განაცხადა ბენტუმ

სამხრეთ კორეის ნაკრებმა H ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და 1/8 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც ბრაზილიას დაუპირისპირდება. მატჩი 5 დეკემბერს, 23:00 საათზე გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113408