ფეხბურთი

20:52 | 3.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალ-ხელაიფი: „მესისთან და მბაპესთან მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვისაუბრებთ“

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლიონელ მესისა და კილიან მბაპეს მომავლის შესახებ მუნდიალის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.

„მესისა და მბაპეს მომავალი? ახლა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ორივე თავისი ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებში თამაშობს. ვიმედოვნებ, ისინი საუკეთესოები გახდებიან ტურნირზე. შემდეგ კი დავსხდებით და ვილაპარაკებთ. არაერთი საკითხი გვაქვს გასარკვევი.“ - ციტირებს ყატარელი კლუბის მფლობელის სიტყვებს Marca.

მესიმ ყატარის მუნდიალზე სამი მატჩი გამართა, ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მერვედფინალში არგენტინის ნაკრები დღეს, 3 დეკემბერს, ავსტრალიის ეროვნულ გუნდს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

მბაპემ ამდენივე მატჩში სამჯერ გამოიჩინა თავი და ერთიც საგოლე პასი მიითვალა. ფრანგები მერვედფინალში პოლონელებს ხვალ, 4 დეკემბერს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125692