ფეხბურთი

23:59 | 2.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერი: "გერმანიის ნაკრებით იმედგაცრუებული და შოკირებული ვარ"

ბასტიან შვაინშტაიგერი მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს მისთვის შოკისმომგვრელი ამბავია.

„ძალიან იმედგაცრუებული და შოკირებული ვარ იმით, თუ როგორ წარიმართა ტურნირი გერმანიის ნაკრებისთვის. ზოგადად, გუნდის თამაში საკმარისად კარგი არ იყო. როცა ანგარიშში წინ ხარ, არ შეიძლება მუდმივად მეტოქეს მისცე თამაშში დაბრუნების რწმენა. როცა მე ნაკრებში ვთამაშობდი, მსგავსი არაფერი მახსენდება. გუნდი დაცვაში კონცენტრირებული არ იყო და უბრალოდ მეტოქეებს უყურებდნენ“, - თქვა შვაინშტაიგერმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში ზედიზედ მეორედ ჩარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10971