ავტოსპორტი

23:32 | 2.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩინეთის დიდი პრიზი ზედიზედ მეოთხედ გადაიდო

ფორმულა 1-ის ჩინეთის დიდი პრიზი ზედიზედ მეოთხედ გადაიდო. ამის მიზეზი ისევ კოვიდ-19-ის პანდემია და მასთან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვებია, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებს. ამის გამო, ფორმულა 1 უკვე ეძებს შემცვლელ ადგილს, სადაც ჩინეთის მაგივრად რბოლა ჩატარდება.

მომავალი სეზონის კალენდარში 24 ეტაპია შეტანილი. შანჰაის რბოლა მეოთხე ეტაპად, 16 აპრილს იყო დანიშნული. შანჰაიში რბოლა 2019 წლის შემდეგ არ გამართულა და ის კალენდარში 2023 წელს უნდა დაბრუნებულიყო.

ჩინური ეტაპის საკითხი, კალენდარში მისი შეტანის მიუხედავად, მაინც განხილვის თემა იყო, რადგან ჩინეთში პანდემიამ ახალი ძალით იფეთქა, რასაც შეზღუდვების განახლება მოჰყვა.

შესაძლო შემცვლელად რამდენიმე ვარიანტი განიხილეა. მათ შორის, პორტუგალიის დიდი პრიზი, რომელსაც პორტიმაუს ტრეკი მასპინძლობს. ეს ტრეკი ფ1-ის კალენდარში 2020 და 2021 წლებშიც შევიდა და მაშინაც კალენდრიდან ამოვარდნილი რბოლები შეცვალა. არაა გამორიცხული, რომ ეტაპების რაოდენობა ერთით შემცირდეს.

თეგებიფორმულა 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115859