თამაშგარე

14:05 | 2.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ქალი, რომელსაც დედოფალთან მიესვლებოდა

ალბათ რთულად მოიძებნება ადამიანი, რომელმაც არ იცოდეს თუ ვინ არის ბრიტანელი მსახიობი ელიზაბეთ ჰარლი. გარდა იმისა, რომ ამ ქალმა უამრავ ცნობილ ფილმში ითამაშა, იგი ასევე წლებია დაახლოებულია ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან და როგორც ჩვენში იტყვიან, აწგარდაცვლილ დედოფალთანაც კი “მიესვლებოდა“.

ელიზაბეთის სამი ქმრიდან, უკანასკნელი იყო ცნობილი ავსტრალიელი კრიკეტის მოთამაშე შეინ ოურნი, რომელსაც ძალიან კი არ სურდა ელიზაბეთთან გაშორება, მაგრამ მსახობმა ვერ მოითმინა ყოფილი სპორტსმენის ალკოჰოლმოყვარეობა და ქალებში სუნსულის სიყვარული და 2014 წელს მაინც მოითხოვა გაყრა.

შეინ უორნი ელიზაბეთთან მისთვის არასასურველი დაშორების შემდეგ მშობლიურ ავსტრალიას დაუბრუნდა, კუთვნილ ვილაზე დასახლდა, გვერდით ვისკის ბოთლი მოიდგა და გააგრძელა ყლურწვა. ამის მერე არც ელიზბეთ ჰარლი გათხოვილა და შვილებთან ერთად ლონდონში დასახლდა. როგორც ჩანს, მანაც დაუშვა “აფრები“.

0.110355