სარეკლამო ადგილი - 1
970 x 60
ფეხბურთი

1:08 | 2.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრები ზედიზედ მეორედ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩა

გერმანიის ნაკრებმა კოსტა რიკა დაამარცხა, მაგრამ მაინც ჯგუფში ჩარჩა, რადგან პარალელურად ესპანეთის ნაკრებს იაპონიამ მოუგო.

ჰანსი ფლიკის გუნდი საკუთარ თავზე არ იყო დამოკიდებული, მაგრამ მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ესპანეთი იაპონიასთან წააგებდა, თუმცა ეს მოხდა. შესაბამისად, გერმანია ზედიზედ მეორედ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფიდან ვერ გავიდა. ეს „ბუნდესნაკრების“ ისტორიაში პირველად მოხდა.

გერმანიამ ტაიმი სერჟ გნაბრის გოლით მოიგო, მეორე ნახევარში კი ყველაფერი თავდაყირა დადგა, რადგან ტეხედას გოლითა და მანუელ ნოიერის ავტოგოლით კოსტა რიკა დაწინაურდა. მართალია, სულ 3 წუთით, მაგრამ E ჯგუფში იყო სიტუაცია, როცა მერვედფინალში იაპონია და კოსტა რიკა გადიოდნენ.

შემდეგ ალემანები გონს მოვიდნენ და სამი გოლი გაიტანეს. დუბლი შეასრულა კაი ჰავერცმა, ერთი ბურთი ნიკლას ფიულკრუგის აქტივშია და გერმანიამ 4:2 მოიგო, მაგრამ ესპანეთმა იაპონიასთან ანგარიში ვერ გაათანაბრა, რის გამოც „ბუნდესნაკრები“ ჯგუფში ჩარჩა. თუ გავითვალისწინებთ, რომ გერმანიამ მერვედფინალში გასვლა ვერც წინა მუნდიალზე შეძლო და წინა ევროპის ჩემპიონატზეც უსახურად გამოვიდა, წარუმატებელი პერიოდი სახეზეა. შეიძლება ითქვას, 21-ე საუკუნეში გერმანიის ნაკრებს ასეთი ცუდი პერიოდი არ ჰქონია.

პირველი ადგილი იაპონიას ერგო, რომელმაც კოსტა რიკასთან წააგო, მაგრამ გერმანიას და ესპანეთს აჯობა, თან ორივესთან აგებდა და მაინც მოიგო (2:1). ესპანეთი მეორეა 4 ქულით და გერმანიას ბურთების ბალანსით აჯობა, ხოლო კოსტა რიკას 3 ქულით ბოლო ადგილი ერგო.

მერვედფინალში იაპონია ხორვატიის ნაკრებს შეხვდება, ხოლო ესპანელთა მეტოქე მაროკოს ნაკრები იქნება.

კოსტა რიკა - გერმანია 2:4 (0:1)

ალ ხორი, „ალ ბაით სთედიუმი“

კოსტა რიკა (5-4-1): ნავასი; ფულერი (ბენეტი 74), ვასტონი, დუარტე, ვარგასი, ოვიედო (კონტრერასი 90); კემპბელი, ბორხესი, ტეხედა (ვილსონი 90), აგილერა (სალასი 46(; ვენეგასი (მატარიტა 74)

მწვრთნელი: ლუის სუარესი

გერმანია (4-3-3): ნოიერი; კიმიხი, სულე (გინტერი 90), რიუდიგერი, რაუმი (გიოტცე 67); გორეცკა (კლოსტერმანი 46), გიუნდოგანი (ფიულკრუგი 55), მუსიალა; სანე, მიულერი (ჰავერცი 66), გნაბრი

მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლაკი

გოლები: 0:1 გნაბრი (10), 1:1 ტეხედა (58), 2:1 ნოიერი (70, ა.გ), 2:2 ჰავერცი (73), 2:3 ჰავერცი (85), 2:4 ფიულკრუგი (90)

გაფრთხილება: დუარტე (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 32 (11) ბურთის ფლობა: 32%-68% კუთხურები: 1:14 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: სტეფანი ფრაპარი (საფრანგეთი)

1. იაპონია 3 2 0 1 4 3 1 6
2. ესპანეთი 3 1 1 1 9 3 6 4
3. გერმანია 3 1 1 1 6 5 1 4
4. კოსტა რიკა 3 1 0 2 3 11 -8 3
0.11658