ფეხბურთი

15:39 | 1.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დანიის ნაკრების მწვრთნელი: „მუნდიალზე ჩვენი თამაში საშინელება იყო“

დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კასპერ იულმანმა, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ავსტრალიასთან წაგების შემდეგ (0:1), თავისი გუნდის მუნდიალზე გამოსვლას საშინელი უწოდა.

„ეჭვი არ მეპარება, ოპტიმალურ ფორმას ვერ მივაღწიეთ. მაგრამ, ცხადია, მუნდიალზე ჩვენი თამაში საშინელება იყო. დრო ძალიან ცოტა გვქონდა, ვცდილობდი გუნდი ისე მომემზადებინა, რაც ამ დროში მოესწრებოდა. ღამეები არ მეძინა.

მაგრამ ახლა მუშტების ქნევას რა აზრი აქვს.“ - ციტირებს იულმანის სიტყვებს DR.

დანიელები, რომლებმაც საკვალიფიკაციო ეტაპი შესანიშნავად გაიარეს (10 მატჩში 9 მოგება, 1 წაგება), D ჯგუფში ფრანგებთან (1:2) და ავსტრალიელებთან (0:1) დამარცხდნენ, ტუნისთან კი უგოლო ფრე ითამაშეს და 1 ქულით კვარტეტში ბოლო ადგილი დაიკავეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11588