ფეხბურთი

14:25 | 1.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: „საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ შანსი უნდა გამოვიყენოთ“

პოლონეთის ნაკრების ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი, ჟურნალისტებს საფრანგეთთან მსოფლიო ჩემპიონატის მომავალი მერვედფინალური მატჩის შესახებ ესაუბრა.

„საფრანგეთი ფავორიტია. მაგრამ ჩვენც უნდა მოვუმატოთ, თუ მათთვის პრობლემების შექმნა გვინდა. მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ტუნისთან შეხვედრამ დაადასტურა, რომ ყველაფერი შესაძლებელია (ტუნისმა საფრანგეთს 1:0 მოუგო - რედ).

ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. ვიცით რა დონის ფეხბურთელები ჰყავთ, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები არიან და შესაძლოა, ამჯერადაც მოიგონ მუნდიალი. მაგრამ შანსი ჩვენც მოგვეცა და უნდა გამოვიყენოთ.“ - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს RMC Sport.

საფრანგეთისა და პოლონეთის მერვედფინალური მატჩი 4 დეკემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114777