ფეხბურთი

13:37 | 1.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მესი რეკორდის შესახებ - „დიეგო ბედნიერი იქნებოდა“

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, ჟურნალისტებს თავისი ახალი რეკორდის შესახებ უამბო, რომლითაც მან ლეგენდარულ დიეგო მარადონას გადაუსწრო.

„ახლახან შევიტყვე, რომ რეკორდი გავაუმჯობესე. არ ვიცოდი. ბედნიერი ვარ, ასეთი მიღწევების გაუმჯობესება რომ შემიძლია. მჯერა, დიეგო ბედნიერი იქნებოდა ამ სიახლით. ის ყოველთვის დიდ სიყვარულს ამჟღავნებდა ჩემს მიმართ. ხარობდა ჩემი წარმატებებით.“ - ციტირებს მესის სიტყვებს RMC.

შგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, არგენტინამ პოლონეთს 2:0 მოუგო და ექვსი ქულით E ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ლიონელ მესიმ მუნდიალებზე არგენტინელთათვის სარეკორდო 22-ე მატჩი ჩაატარა და ერთით გადაუსწრო დიეგო მარადონას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11317