ფეხბურთი

11:52 | 1.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: „პირველი ადგილის დათმობას არ ვაპირებთ“

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის იაპონიასთან ბოლო ტურის მატჩის წინ, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ჯგუფის ოთხივე გუნდს აქვს მერვედფინალში გასვლის შანსი. შესაძლოა, კოსტა რიკამაც მოუგოს გერმანიას. სპეკულირებას არ დავიწყებთ. არ აქვს მნიშვნელობა შევხვდებით თუ არა ბრაზილიას შემდგომ ეტაპზე. ჩვენი მიზანი ახლა იაპონიის დამარცხება და ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლაა.“ - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Bayern & Germany ტვიტერში.

შეგახსენებთ, რომ მე-3, ბოლო ტურის წინ, E ჯგუფის ოთხივე გუნდს აქვს ფლეი-ოფში გასვლის შანსი. 4-ქულიანი ესპანეთი კვარტეტის ერთპიროვნული ლიდერია, 3-3 ქულა მოუგროვდათ იაპონიასა და კოსტა რიკას. გერმანია კი 1 ქულით ბოლო ადგილზეა.

იაპონია-ესპანეთის მატჩი დღეს, 1 დეკემბერს გაიმართება დოჰაში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143001