ფეხბურთი

10:12 | 1.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლოსანო: „არ მეგონა თუ მუნდიალს ასე ადრე დავტოვებდით“

ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლელმა თანაგუნდელმა, მექსიკის ნაკრების შემტევმა, ირვინგ ლოსანომ, მსოფლიო ჩემპიონატიდან მექსიკელთა გამოთიშვის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ასეთ ცუდ შედეგს არ ელოდა.

„სამწუხაროდ ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა მერვედფინალში გასასვლელად. ასეთია ფეხბურთი. უკეთ უნდა გვეთამაშა. არ მეგონა თუ მუნდიალს ასე ადრე დავტოვებდით. ყველა მატჩში ბოლომდე ვიხარჯებოდი, მაგრამ მოხდა რაც მოხდა.

მადლობა ჩემს ოჯახს და გულშემატკივრებს.“ - ციტირებს 27 წლის ლოსანოს სიტყვებს TUDN.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, მექსიკის ნაკრებმა საუდის არაბეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა (2:1), ჯგუფში პოლონელებთან ერთად 4 ქულა დააგროოვა, მაგრამ პოლონელები ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით მოხვდნენ ფლეი-ოფში. ჯგუფის გამარჯვებული კი 6-ქულანი არგენტინის ნაკრები გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11153