ფეხბურთი

12:45 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კრიშიტანუ რონალდუ ,,ალ-ნასრს" უახლოვდება

ესპანური MARCA-ს ინფორმაციით, პორტუგალიელი ვარსკვლავი საუდის არაბეთის კლუბ ,,ალ-ნასრში" გადასვლას სულ უფრო და უფრო უახლოვდება.



გაზეთის ინფორმაციით, როგორც კი პორტუგალიელი ფეხბურთელის ევროპული გზა დასრულდება, იგი შეიმცირებს კონკურენტულ გარემოს და უფრო მეტად კონცენტრირებული გახდება ფინანსურ მხარეზე, საუდის არაბეთი კი სწორედ ასეთი შემოთავაზებაა.

,,ალ-ნასრი" კრიშტიანუს 200 მილიონიან კონტრაქტს უმზადებს. მსგავსი შეთავაზება არც ევროპიდან და არც MLS-იდან არავის განუხორციელებია, რაც არაბული კლუბის შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებისას ,,მანჩესტერ იუნაიტედთან" გაწყვიტა კონტრაქტი და ამჟამად უკლუბოდაა. კატარის მუნდიალზე კი მის პორტუგალიის ნაკრებს 2-დან 2 მოგება აქვს და ბოლო ტურის მატჩს 2 დეკემბერს, 23:00 საათზე სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115309