ფეხბურთი

10:46 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ ბეილი: ტურნირიდან გამოვარდნა რთული მომენტია, თუმცა გზას გავაგრძელებთ

64-წლიანი პაუზის შემდეგ, უელსის პირველი მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზევე დასრულდა, როდესაც ბრიტანულ დერბიში კამრი ინგლისთან დამარცხდა. მატჩის შემდგომ კატარში მისი ქვეყნის თამაშის შესახებ გარეთ ბეილმა ისაუბრა:



,,ახლა ძალიან რთული მომენტია, თუმცა ჩვენ გზას გავაგრძელებთ. მარტიდან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გველოდება, მე კი იმედი მაქვს, რომ ამ კამპანიაში ჩართული ვიქნები. ყველა იმედგაცრუებულია. ვამაყობთ იმით, რასაც მივაღწიეთ. კარგად უნდა შევხედოთ იმ გზას, რომელიც აქამდე მოსასვლელად გამოვიარეთ."

,,შესანიშნავი იქნებოდა ჯგუფიდან რომ გავსულიყავით, მაგრამ ფეხბურთი რთულია. ჩვენ დიდი გამოცდილება მივიღეთ ამ ტურნირისგან. ორი წლის წინ რომ ეთქვათ მსოფლიო თასზე ითამაშებთო, ალბათ ამაზე ვიოცნებებდით. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებაა ტურნირიდან გამოვარდნა, თუმცა ჩვენ ტურნირს თავაწეულები და ამაყები ვტოვებთ." - განაცხადა ბეილმა

უელსის ნაკრებმა კატარის მუნდიალზე B ჯგუფი 1 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა და ტურნირს გამოეთიშა.

0.127006