კალათბურთი

10:03 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილი G LEAGUE-ში კვლავ შეუდარებელია - ქართველმა 20 ქულა ჩააგდო

სანდრო მამუკელაშვილი NBA-ის განვითარების ლიგაში წარმატებულ თამაშს განაგრძობს. ამჯერად მან ,,გრანდ რეპიდს გოლდის" წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში თავი 20 ქულით და 8 მოხსნით გამოიჩინა.



ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 32 წუთი გაატარა, 14-დან 7 სროლა და 3-დან 3 საჯარიმო გამოყენა. მის ანგარიშზე კიდევ 3 ასისტი და 1 დაფარებაც იყო. ისიც უნდა ითქვას, რომ მამუკელაშვილმა მატჩი 4 დაკარგვით დაასრულა.

შეხვედრას რაც შეეხება, ის ძალიან დაძაბული გამოვიდა. მატჩის ძირითად დროში, როდესაც ანგარიში 122:122 იყო, ბოლო შეტევა ,,გრანდ რეპიდს გოლდს" ჰქონდა, თუმცა მეტოქის ნასროლ ბურთს მამუკელაშვილმა დააფარა და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა. დამატებით ტაიმში უკვე ,,ვისკონსინ ჰერდმა" ქულების მოპოვება ვეღარ შეძლო და საბოლოოდ, შეხვედრა 122:129 დათმო.

სანდრო მამუკელაშვილის ,,ვისკონსინ ჰერდი" ცენტრალურ დივიზიონში 5 მოგებითა და 6 წაგებით მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი დეკემბრის პირველ რიცხვში, კვლავ ,,გრანდ რეპიდს გოლდის" წინააღმდეგ გამართავს.

0.112678