ფეხბურთი

15:32 | 28.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

GAZZETTA: კვარაცხელიამ ,,ნაპოლის" გულშემატკივრებს სტადიონზე მისვლის სიხარული დაუბრუნა

იტალიურ მედიაში ქართველი ფეხბურთელის შესახებ საუბარი კვლავ გრძელდება. პოპულარული სპორტული გამოცემა ,,ნაპოლის" ქომაგების დაბრუნებაში კვარაცხელიას როლს აფასებს.



,,ჩვენ მის თანაგუნდელებზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ ქართველის ფანტაზიამ და იმ თამაშმა, რომელსაც ის გვთავაზობს, ნეაპოლელ გულშემატკივრებს ,,მარადონაზე" მისვლის სიხარული დაუბრუნა. როდესაც ბოლო 3 თამაში ,,ნაპოლიმ" KK77-ის გარეშე ითამაშა, რადგან მას წელი აწუხებდა, გულშემატკივრები კვლავ აგრძელებდნენ კლუბის მხარდაჭერას და ეს კვარაცხელიას დიდი დამსახურებაა" - წერია GAZZETTA-ს სტატიაში.

დღესვე იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ თერაპიული კურსი საქართველოში გაიარა და ვარჯიში განაახლა, ძალიან მალე კი ის სრული ინტენსივობით მიიღებს სესიაში მონაწილეობას და სპალეტის გუნდს შეუერთდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119764