ფეხბურთი

12:30 | 28.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა

იტალიური ცნობილი სპორტული გამოცემის, Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ თერაპიული კურსი საქართველოში გაიარა და ვარჯიში განაახლა, ძალიან მალე კი ის სრული ინტენსივობით მიიღებს სესიაში მონაწილეობას და სპალეტის გუნდს შეუერთდება.



ქართველმა ფეხბურთელმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგაზე ,,ლივერპულის" წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც სერია ა-ში 3, ეროვნულ ნაკრებში კი 1 მატჩის გამოტოვება მოუწია.

"ნაპოლი" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას კასტელ ვოლტურნოში განაგრძობს, დეკემბრის დასაწყისში კი ანტალიაში გაემგზავრება და იქ რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას თურქულ კლუბებთან და "კრისტალ პალასთან" გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111535