ფეხბურთი

11:29 | 27.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე, როგორც პელე: კილიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრწყინავს

კილიან მბაპე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრწყინვალედ თამაშობს და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 24 წლის არ არის, 7 გოლი აქვს გატანილი.

მბაპემ 4 გოლი 2018 წელს შეაგდო, 3 მიმდინარე მუნდიალზე, სადაც მინიმუმ ორ თამაშს კიდევ ჩაატარებს. მბაპე პელეს შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე 23 წლის ასაკში 7 გოლი აქვს გატანილი.

კილიანმა უკვე გადაასწრო თავის ლეგენდარულ თანამემამულე ტიერი ანრის, რომელმაც კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონატზე 6 გოლი გაიტანა. მბაპეს მუნდიალზე 7 გოლის გასატანად 9 მატჩის ჩატარება დასჭირდა.

ისიც ვთქვათ, რომ საფრანგეთის ნაკრებში მთლიანობაში მის ანგარიშზე 31 გოლია და უკვე გაუთანაბრდა ზინედინ ზიდანს. 23 წლისა და 340 დღის ასაკში საფრანგეთის ნაკრებში 31 გოლი არავის გაუტანია. ამ ასაკში მეორე შედეგი დავიდ ტრეზეგეს აქვს, რომელმაც იმ დროისთვის 16 გოლი გაიტანა.

0.112258