ფეხბურთი

2:29 | 27.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალესიო ტაკინარდი: "კვარაცხელია დაისვენებს და 3-ათასჯერ უფრო ძლიერი დაბრუნდება"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ Tuttojuve-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ნაპოლისთვის“ სერია A-ში კონკურენციის გაწევა მხოლოდ „იუვენტუსს“ შეუძლია.

ტაკინარდი არ ეთანხმება იმ ვარაუდს, რომ „ნაპოლის“ ჩავარდნა დაეწყება, რასაც ბევრი პროგნოზირებს. უფრო მეტიც, როგორც თქვა, დასვენებული ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი უფრო ძლიერები დაბრუნდებიან.

„დღეისთვის, ერთადერთი გუნდი, რომელსაც „ნაპოლისთვის“ სიტუაციის დაძაბვა შეუძლია, „იუვენტუსია“. „აძურის“ მიმდინარე სეზონში რაღაც წარმოუდგენელი აქვს, არის ხალხი, რომლებიც ჩავარდნის დაწყებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ მე ამაში დარწმუნებული არ ვარ. „ნაპოლის“ კატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბევრი ფეხბურთელი არ ჰყავს, ოსიმენი და კვარაცხელია კი დაისვენებენ და როდესაც დაბრუნდებიან, 3-ათასჯერ უფრო ძლიერები იქნებიან. თუმცა, „იუვენტუსი“ კონკრეტული, გადამწყვეტია და გამარჯვებულის დნმ დაიბრუნა“, - თქვა ტაკინარდიმ.

შეგახსენებთ, იტალიის სერია A 4 იანვარს განახლდება, „ნაპოლი“ კი მილანის „ინტერს“ სტუმრად დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116918