ფეხბურთი

21:56 | 26.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთი - პირველი მერვედფინალისტი მუნდიალზე

საფრანგეთის ნაკრებმა დოჰაში დანიის ეროვნული გუნდი 2:1 დაამარცხა, ორი ტურის შემდეგ 6 ქულა მოაგროვა და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მერვედფინალისტი გახდა.

დუბლი მიითვალა კილიან მბაპემ. ახლა მბაპეს მუნდიალებზე ჯამში უკვე 7 გოლი მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით ლიონელ მესის დაეწია. თუმცა არგენტინელს ამ ნიშნულისთვის მისაღწევად 20 მატჩი დასჭირდა, მბაპეს კი - 9.

ფრანგებმა რთული თამაში მოიგეს, თუმცა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ტყუილად არ ითვლებიან ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად.

პირველ ტაიმში ფრანგების უპირატესობა საცნაური იყო, თუმცა გოლი არ გასულა. შესვენების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონებმა თითქოს ტემპი შეანელეს, მაგრამ ანგარიში კი გახსნეს - ტეო ერნანდესის გადაცემით კილიან მბაპემ მცველებს შორის ღრიჭო მოძებნა და ზუსტად დაარტყა, შმეიხელი უძლური იყო.

თუმცა სკანდინავიელებმა შვიდ წუთში გაათანაბრეს. ფრანგების წამიერი უყურადღებობით ისარგებლეს და ანდრეას კრისტენსენმა უშეცდომოდ დაარტყა – 1:1.

თამაშო თითქოს თანაბარი იყო, მაგრამ ფრანგებს ისევ კილიანმა უშველა - 2:1.

დაბოლოს, დოჰას სტადიონის ერთობ უცნაური სახელის შესახებ - 974. საქმე ის არის, რომ არენა საგანგებოდ აშენდა მსოფლიო ჩემპიონატისთვის და 2021 წელს გაიხსნა. მშენებლობისას მასალად 974 სატრანსპორტო კონტეინერი გამოიყენეს. ზუსტად ასეთია ყატარის საერთაშორისო სატელოფონო კოდიც.

მუნდიალის შემდეგ სტადიონს დაშლიან და მასალას განვითარებად ქვეყნებს გაუგზავნიან.

საფრანგთი - დანია 2:1

დოჰა. „სტადიონ 974“

1:0 მბაპე (61), 1:1 კრისტენსენი (68), 2:1 მბაპე (86)

საფრანგეთი: ლორისი, კუნდე, ვარანი (კონატე 75), უპამეკანო, ერნანდესი, ჩუამენი, რაბიო, გრიზმანი (ფოფანა 90+2), დემბელე (კომანი 75), ჟირუ (ტიურამი 63), მბაპე

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

დანია: შმეიხელი, ანდერსენი, კრისტენსენი, ნელსონი, მელე, ჰოიბერგი, ერიკსენი, კრისტენსენი (ბა 90+2), დამსგორი (დოლბერგი 73), ლინდსტრიომი (ნორგორი 85), კორნელიუსი (ბრაითვეტი 46)

მწვრთნელი: კასპერ იულმანი

მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლინეთი)

გაფრთხილება: კუნდე (43); კრისტენსენი (20), კორნელიუსი (23)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6-2, ბურთის ფლობა: 48%-52%, კუთხურები: 6-4, თამაშგარე: 1-1

1. საფრანგეთი 2 2 0 0 6 2 4 6
2. ავსტრალია 2 1 0 1 2 4 -2 3
3. დანია 2 0 1 1 1 2 -1 1
4. ტუნისი 2 0 1 1 0 1 -1 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117791