ძიუდო

11:33 | 26.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტედი რინერი გორშია - შიდა ქართლის რწმუნებულმა EJU-ს პრეზიდენტს უმასპინძლა
ჩემპიონატი ლეგენდარული ფალავნის - შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნას ეძღვნება

გორი ევროპის საკლუბო ჩემპიონატს - ჩემპიონთა ლიგას მასპინძლობს. საქართველოში არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი იმყოფება, მათ შორის ფრანგი ძიუდოისტი - მსოფლიოს 10 გზის და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი.

ღონისძების ფარგლებში შიდა ქართლის რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა რწმუნებულის მოადგილესთან თემურ ხუბულურთან და გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად ევროპის ძიუდოს ფედერაციის (EJU) პრეზიდენტს ლასლო ტოტის, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს გიორგი ათაბეგაშვილსა და სხვა ოფიციალურ პირებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა ხაზი გაუსვა გორისთვის და მთლიანად რეგიონისთვის დაგეგმილი ჩემპიონატის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის.

,,გორი სპორტული ტრადიციების ქალაქია, განსაკუთრებით კი ჭიდაობის კუთხით. ამ ქალაქს არაერთი ჩემპიონი აღუზრდია და აღნიშნული ტურნირიც ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობის მატარებელია.“- აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.

"მოხარულები ვართ და ჩვენთვის დიდი პატივია გორში სტუმრობა. 12 წელია საქართველოში მსგავსი სახის მასშტაბური ღონისძიება არ ჩატარებულა. 2009 წლის შემდეგ ეს არის ერთ-ერთი დიდი ევროპის კლუბების ჩემპიონატი ძიუდოში. აღსანიშნავია რომ ჩემპიონატი ტარდება დედაქალაქის ნაცვლად ქალაქ გორში, რომელმაც უამრავი ჩემპიონი და ლეგენდა აღუზარდა მსოფლიოს. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სახლში დავბრუნდით, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია აქ ყოფნა, რადგან შოთა ჩოჩიშვილი იყო ჩემი მეგობარი და ეს ჩემპიონატიც მისი ხსოვნის საპატივსაცემოდაა. ჩვენ ვაფასებთ მის სპორტულ მიღწევებს, ზოგადად ქართულ ძიუდოს და დარწმუნებული ვარ რომ ხვალინდელი ღონისძიება იქნება ბრწყინვალე და დაუვიწყარი", - განაცხადა ლასლო ტოტიმ.

ჩემპიონატი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარადაჭერით ტარდება და ლეგენდარული ფალავნის - შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნას ეძღვნება. ტურნირი გორის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს და ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114219