სხვა

0:42 | 26.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კენია თავისი მძლეოსნების დოპინგ დისკვალიფიკაციისგან დაცვას ცდილობს

კენიელ მძლეოსნებს დოპინგ დისკვალიფიკაცია ელით. ამ ქვეყნის ათლეტებს შორის დოპინგის გამოყენების შემთხვევები გახშირდა, რის გამოც, ვორლდ ატლეტიკსი (მძლეოსნობის საერთაშორის ფედერაცია) მათი გარკვეული დროით საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთას გეგმავს. ამიტომ, კენიის ხელისუფლებამ საერთაშორისო ფედრაციას თხოვნთ მიმართა, ქვეყანა სპორტიდან არ მოკვეთოს.

აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყანა ცნობილია თავისი საშუალო და გრძელ დისტანციებზე მორბენლებით, რომლებსაც ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ოქროს და დანარჩენი სინჯების უამრავი მედალი აქვთ მოპოვებული. ტოკიოს ოლიმპიადაზე, მძლეოსანთა მედლების ჩათვლაში, კენიამ მესამე ადგილი დაიკავა.

მაგრამ უკვე წლებია, რაც კენიას ადანაშაულებენ იმაში, რომ მისი ათლეტები ინტენსიურად იყენებენ სტიმულატორებს და აკრძალულ სხვა პრეპარატებს. ბოლო დროს, კენიელი ათლეტების მიერ პრეპარატების გამოყენება განსაკუთრებით გახშირდა.

ფართომასშტაბიანი დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, კენიელები საერთაშორისო შეჯიბრებზე, მათ შორის, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ასპარეზობას ვერ შეძლებენ. რა თქმა უნდა, სპორტში ქვეყნის რეპუტაცია ძლიერ დაზარალდება.

„არაეთიკურ ინდვიდუალებს, კენიის რეპუტაციის შელახვის უფლებას არ მივცემთ. ჩვენ უნდა დავამარცხოთ დოპინგი და მისი მომხმარებლები“, - ამბობს კენიის სპორტის მინისტრი აბაბუ ნამვამბა.

ქვეყნის მთავრობა ვორლდ ატლეტიკსს პირდება, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში, წლიურად 5 მილიონ დოლარს მოახმარს დოპინგთან ბრძოლას. სამინსტრომ სტიმულატორების მომხრებლებთან ბრძოლაში, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა წამოიწყო.

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია, კენიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, მომდევნო კვირაში, რომის სხდმისას მიიღებს.

ცნობისათვის, ამჟამად დოპინგის გამო, 55 კენიელი ათლეტია დისკვალიფიცირებული. კიდევ რვის საქმე განხილვის ეტაპზეა და მათ დროებითი დისკვალიფიკაცია აქვთ.

კენია მძლეოსნობაში A კატეგორიის ქვეყანაა, რაც ნიშნავს, რომ მისმა ათლეტებმა, ტურნირების წინ, არასაშეჯიბრო პერიოდში, სამჯერ უნდა ჩააბარონ შარდის და სისხლის ანალიზები. მძლეოსნობაში სულ შვიდი ქვეყანაა, რომლებიც A კატეგორიაში არიან გაერთიანებული. მათ შორისაა ბელარუსი, ეთიოპია და უკრაინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130457