სხვა

23:36 | 25.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბერმუდელი დაფი მეოთხედ გახდა ტრიატლონში მსოფლიო ჩემპიონი

აბუ დაბიში გამართულ ტრიატლონის მსოფლიო ჩემპიონატზე, ბერმუდელმა ფლორა დაფიმ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს მისი მეოთხე გამარჯვებაა, რაც ტრიატლონის ქალ ათლეტებს შორის რეკორდული მიღწევაა.

35 წლის დაფის მსოფლიო ჩემპიონატი ასევე 2016, 2017 და 2021 წლებში აქვს მოპოვებული. აბუ დაბიში, პაპანაქება სიცხის პირობებში, მან თავისი გამოსვლა საათსა და 53:24 წუთში დაასრულა.

ოლიმპიური და თანამეგობრობის თამაშების ჩემპიონმა, წუთზე მეტით აჯობა მეორეზე გასულ ბრიტანელ ჯორჯია ტეილორ-ბრაუნს. მესამე ადგილზე კი გერმანელი ლენა მაისნერი გავიდა.

„ამ გამარჯვებით ძალიან, ძალიან ვამაყობ. ამ სეზონის დასაწყისი ჩემთვის რთული გამოდდგა. ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ, კოვიდი დამემართა და ამის გამო, ბევრი შრომა დამჭირდა იმისთვის, რომ ფორმაში შევსულიყავი. მოკლედ, აღტაცებული ვარ“, - განაცხადა ჩემპიონმა.

თეგებიფლორა დაფი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103908