ფეხბურთი

21:05 | 25.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელიასთვის ახალი კონტრაქტი მზადაა და მალე გაფორმდება"

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებას და მისთვის პირობების გაუმჯობესებას ცდილობს. იტალიური მედია ადრე წერდა, რომ კვარას გარემოცვას კლუბი უკვე ესაუბრება, ხოლო ამჯერად ამის შესახებ ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ხელშეკრულება ერთი წლით განახლდება, ხელფასი კი, რომელიც ახლა წელიწადში 1.2 მილიონ ევროს შეადგენს, როგორც მინიმუმ გაორმაგდება.

„1 ივლისის შემდეგ კვარაცხელიასთან კონტრაქტი ერთი წლით განახლდება, მინიმუმ გაორმაგებული ხელფასით, მაგრამ ბონუსებიც მზადაა, რომელსაც სეზონის ბოლოს ან შეიძლება მანამდე მიიღებს“, - აღნიშნა სკოტომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 17 მატჩში, 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა. მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113586