ფეხბურთი

17:59 | 25.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

უგულშემატკივრე საყვარელ ნაკრებს VELI.store-თან ერთად

მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. თუ ევროპის სხვა ქვეყნებში ფეხბურთის მოყვარული ადამიანები ლუდხანებსა და პაბებში სხდებიან საგულშემატკივროდ, საქართველოში უმეტესად ეს ტრადიციულ ოჯახურ გარემოში ხდება. ეკრანების წინ ერთად იკრიბება: ქალი, კაცი, ბავშვი, მოხუცი, კარის მარტოხელა მეზობელი, ძიძა, რომელიც 20 წუთის წინ უნდა წასულიყო და კიდევ ყველა, ვინც ლუდისა და ფეხბურთის საოცარ კომბინაციას სწორად აფასებს.

ახლა ერთ დიდ, უკვე ღრმად დამკვიდრებულ ტრადიციაზე ვსაუბრობთ, რომელსაც თან მოჰყვება ნაცნობი შეძახილები აივნებიდან და რაც მთავარია, მაცივარში ლუდის გამოულეველი მარაგი. ჩვენთან ლუდით გულშემატკივრობა რაღაც უნიკალურ წესად იქცა, რომელიც, გარდა იმისა, რომ მსოფლიო ქომაგების მთავარ იდეას იზიარებს, თან ამკვიდრებს მას ორიგინალური, ქართული ელფერით.

ლუდის რიგები უკვე გაჩნდა მაღაზიებში და საყიდლად ბოლო წამს ჩასული საყვარელი ლუდის გარეშე რომ არ დარჩე, გირჩევ, VELI.store-ისგან მოიმარაგო. აქ აღმოაჩენ უმარავ მომგებიან შეთავაზებასა და აქციას: 6 ლუდს + 1 , ლუდს + თერმო ჩანთა, ლუდს + ჭიქა და საერთოდაც, ველი გთავაზობს ფასდაკლებას ლუდის სრულ ასორტიმენტზე.

ყველა გემოსა და სახეობის ლუდს ჩვენი კურიერი თბილისში სულ რაღაც 3 საათში, უფასოდ ღამის 01:00 საათამდე მოგიტანს, მანამდე კი გექნება დრო ემოციურად მოემზადო შემდგომი მატჩისთვის და ძეხვეულიც ლამაზად დაილაგო დაფაზე.

რატომაა ლუდი ქომაგების საყვარელი სასმელი?

ლუდი, გარდა იმისა, რომ უკვე ყველასთვის საყვარელ და ამავდროულად, სენტიმენტალურ პერსონაჟად იქცა ფეხბურთში, არსებობს ფაქტებიც, რომლის მიხედვითაც, თუ წინ ლუდის ბოკალი გიდგას, უმჯობესია დალიო, ვიდრე სავსე დატოვო.

საშუალოდ ის ზომიერი რაოდენობა, რაც ადამიანმა თამაშის ყურების დროს შეიძლება დალიოს, ტვინის ფუნქციების განსაკუთრებულ გააქტიურებას იწვევს. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ამ დროს, ერთი მხრივ მუხრუჭდება ოპერატიული მეხსიერება, მეორე მხრივ კი ვითარდება წარმოსახვა და იზრდება ემოციური ფონი.

შესაძლოა აქამდეც შეგიმჩნევია, რომ ლუდის ერთი კათხის შემდეგ, გაცილებით კარგად აღიქვამ კომბინაციებს. ეს იმიტომ, რომ ასეთ დროს შენელებულად ვაზროვნებთ და თამაშიც თითქოს ნელდება, ყოველი პასის სიზუსტეს და გენიალობას სრულიად ვიაზრებთ და ფეხბურთისეული ეიფორია კიდევ უფრო გვაბედნიერებს.

ოპერატიული აზროვნებისას აკვირდები ვინ მიიღო ბურთი, სად დაარტყა, გავიდა თუ არა გოლი, ემოციების დაბალანსების უნარსაც ინარჩუნებ, თუმცა ლუდით დაყოვნებული აზროვნებისას, შენ შეგიძლია აღიქვა რატომ გააკეთა გადაცემა კონკრეტული მიმართულებით, რა იგრძნო საგოლე მომენტისას და გაიზიარო საყვარელი ფეხბურთელის შემართება. შეიძლება Offside-ც მსაჯზე ადრე შენიშნო. ფეხბურთში განსაკუთრებული სწორედ ესაა, ოდნავი სიმთვრალისგან გამოწვეული ემოციური მიჯაჭვულობაა და არა უბრალოდ ანგარიში.

ლუდის ტრადიცია ქართველ გულშემატკივრებში

1981 წელის 12 მაისს თბილისის „ დინამოს“ ლეგენდარული გამარჯვებით, თითოეული ქართველისთვის საამაყო ისტორია დაიწერა, თუმცა ეს დღე კიდევ ერთი ფაქტით იყო გამორჩეული. გამარჯვება, ახალგაზრდა ქართველმა ქომაგებმა ლუდით აღნიშნეს, რაც ნიშნავდა, რომ ჩვენთვის საყვარელმა, ეროვნულმა სასმელმა - ღვინომ, სპორტში ასპარეზი დათმო. სწორედ ამ დღიდან დაიწყო ლუდისა და ფეხბურთის საერთო ტრადიციის დამკვიდრება ჩვენთან.

ფეხბურთ და ლუდი მას შემდეგ განუყრელ წყვილად რჩება, და ერთგულად აგრძელებს გულშემატკივრებისთვის ბედნიერი წუთების შექმნას.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა უკვე ყველას ყურადღება მიიპყრო. თუ გსურს ფეხბურთის ტრადიციული, სახლური გულშემატკივრობის გამოცდა, ამისათვის დაგჭირდება : ამაღლებული განწყობა, ხრაშუნა სასუსნაოები, ახლობლური გარემო და საყვარელი ლუდი ბოთლით, რომლის შეძენასაც VELI.store-ზე 01:00 საათამდე შეძლებ, სახლიდან გაუსვლელად.

®

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107766