ფეხბურთი

14:35 | 25.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: "ნაპოლი" ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, კვარაცხელია კი საოცარია"

„რეჯინას“ მთავარმა მწვრთნელმა და ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფილიპო ინძაგიმ იტალიურ მედიასთან „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა მცირე კომენტარი:

„ნაპოლი“ ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს. სპალეტის უნდა მივულოცო, რადგან მან გუნდს მკაფიო პროფილი მისცა და კლუბის ხელმძღვანელობამაც კარგი ტრანსფერები გააკეთა. უცნობი ფეხბურთელები დაიმატეს, განსაკუთრებით კვარაცხელია, მაგრამ ქართველი წარმოუდგენლად თამაშობს“, - განაცხადა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ რიგებში სეზონის პირველ ნაწილში 17 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი გამოიმუშავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111943