ჭადრაკი

11:08 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნონა გაფრინდაშვილი სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატს ლიდერობს

იტალიის ქალაქ ასისში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილი ქალთა გათამაშებას 7 პარტიის შემდეგ ლიდერობს.



ბოლო შეხვედრაში ქართველმა ლეგენდამ უკრაინელი მიკოლა მოლჩანოვი დაამარცხა და 5-ნახევარი ქულით ქალთა გათამაშებას ლიდერობს, საერთო ჩათვლაში კი მე-6 ადგილს იკავებს და ლიდერს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

ამავე ტურნირზე, 50+ ასაკის კატეგორიაში გამოდიან ზურაბ სტურუა და სოფიო ტერელაძეც. სტურუამ ბოლო პარტია ფილიპინების წარმომადგენელ როხელიო ანტონიოს მოუგო და 5-ნახევარი ქულით მე-4 ადგილს იკავებს. რაც შეეხება ტერელაძეს, მან ნიდერლანდელ ფრედ ბერენდს სძლია და 2-ნახევარი ქულა აქვს.

ქართველი მოჭადრაკეები ასისში ასპარეზობას დღეს განაგრძობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113304