ფეხბურთი

13:28 | 21.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

La Gazzetta dello Sport: ხვიჩა კვარაცხელია რონალდუზე უკეთესია

იტალიურმა პოპულარულმა სპორტულმა გამოცემამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა. La Gazzetta dello Sport-ი ჟურნალ FourFourTwo-ს რეიტინგზე დაყრდნობით წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია კრიშტიანუ რონალდუზე უკეთესია:



,,როდესაც აგვისტოს ბოლოს ,,ნაპოლისთან" დაკავშირებულ ამბებს გავიხსენებთ, სახეზე ღიმილი მოგვადგება. კრიშტიანუ რონალდუს აგენტს, ჟორჟე მენდეშს პორტუგალიელის ლურჯებში გადაყვანა სურდა. საბედნიეროდ, ,,ნაპოლის" მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტისთვის ეს ოპერაცია მხოლოდ და მხოლოდ პორტუგალიელი აგენტის იდეად დარჩა. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სტატისტიკური მაჩვენებლების და რიცხვების მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელია ლეგენდარულ კრიშტიანუ რონალდუზე უკეთ გამოიყურება"

KK77 გასაოცარია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კალენდარული წლის დასაწყისში ის ბათუმის დინამოში თამაშობდა, ქართულ კლუბში, რომელიც საერთაშორისო ყურადღებას მოკლებულია. 12 მატჩი სერია ა-ში და ხუთიც ჩემპიონთა ლიგაზე საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ ქართველს შთაბეჭდილება ყველა დამკვირვებელზე მოეხდინა" - წერია La Gazzetta dello Sport-ის სტატიაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114359