ფეხბურთი

22:27 | 18.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" იანვარში კანტეს გაყიდვას აპირებს

ლონდონის „ჩელსი“ მზადაა ნგოლო კანტე გაყიდოს. La Repubblica-ს ცნობით, მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან, რის გამოც ინგლისელები ფრანგთან განშორებას იანვარში აპირებენ.

კანტეს „ჩელსისთან“ ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ „არისტოკრატები“ მზად არიან 31 წლის ფეხბურთელი ზამთარში 18 მილიონი ევროს ფარგლებში გაასხვისონ.

კანტე „ჩელსის“ წევრი 2016 წლიდანაა და 262 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონის სტარტზე ფრანგმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანზე მხოლოდ ორჯერ გავიდა.

0.118393