ფეხბურთი

19:00 | 17.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა მაროკოსთან მატჩში

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ამხანაგურ მატჩს მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელსაც ისტორიაში პირველად დაუპირისპირდება.

ვილი სანიოლმა აღნიშნული შეხვედრისთვის, რომელიც 2022 წელს საქართველოსთვის ბოლო იქნება, ძირითადი შემადგენლობა შეარჩია:

საქართველო (3-5-2): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი; გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, აბურჯანია, წიტაიშვილი; დავითაშვილი, ვოლკოვი

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, 20:00 საათზე ქალაქ შარჯაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები აღნიშნულ თამაშს ერთწლიანი და 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება, რომლის ფარგლებში ვილი სანიოლის გუნდმა 9 მატჩი მოიგო და ორჯერ ფრეს დასჯერდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115428