რაგბი

18:37 | 15.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს აკა ტაბუცაძე გამოაკლდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უელსთან მატჩის წინ აკა ტაბუცაძე გამოაკლდა. ამის შესახებ რაგბის კავშირის პრესსამსახური იტყობინება.

ტაბუცაძემ სამოასთან ტვინის შერყევა მიიღო, რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დასვენება მოუწევს.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტების ეგიდით ურუგვაის მოუგო, სამოასთან კი დამარცხდა, ხოლო უელსის ნაკრებს კარდიფში 19 ნოემბერს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

0.11152