ფეხბურთი

14:16 | 9.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ ლევანდოვსკი შესაძლოა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ

„ბარსელონას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი „ოსასუნასთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო შესაძლოა, 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

პოლონელმა ფეხბურთელმა პამპლონელებთან მატჩის საწყის 31 წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო. ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ჟესტის გამო ემუქრება, რომელიც გაძევების შემდეგ გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკი კარიერაში მეორედ გააძევეს, ეს პირველად „დორტმუნდში“ თამაშის დროს მოხდა.

აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონა“ მომდევნო მატჩს 31 დეკემბერს, „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127005