ფეხბურთი

21:09 | 8.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" დეპაის გაყიდვა სურს, ფეხბურთელს უფასოდ წასვლა

„ბარსელონა“ მემფის დეპაიმ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს, რადგან ნიდერლანდელი ფეხბურთელი კლუბის გეგმებში არ შედის.

თუმცა, „ბარსას“ დეპაის სანაცვლოდ გარკვეული ფინანსური სარგებლის მიღება სურს, ხოლო ფეხბურთელი და მისი აგენტი კონტრაქტის გაწყვეტას და თავისუფალი აგენტის სტატუსის მიღებას ცდილობენ.

აღსანიშნავია, რომ მემფისს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. მან მიმდინარე სეზონში 3 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და მოედანზე მხოლოდ 131 წუთი გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115942