ფეხბურთი

17:47 | 7.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "აინტრახტი" კარგი გუნდია და ადვილი მატჩები არ იქნება"

იტალიური „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ „აინტრახტთან“ თამაში ადვილი არ იქნება.

„ამ დონეზე ყველა მეტოქე რთულია, თუმცა პსჟ-ს რომ არ შევხვდით, ეს შეიძლება მოგვწონდეს კიდეც. ნებისმიერ შემთხვევაში „აინტრახტი“ ევროპა ლიგის ჩემპიონია და აღმავლობას განიცდის. რა თქმა უნდა, ადვილი მატჩები არ იქნება“, - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩები 2023 წლის თებერვალსა და მარტში გაიმართება. „ნაპოლი“ „აინტრახტს“ ჯერ სტუმრად შეხვდება და მერე ნეაპოლში.

0.113948